მაურიციო სარი:
Aa
Aa

მაურიციო სარი: "სულელი ფანატები ყველა გუნდს ჰყავს"

„ლონდონის ჩელსის“ გულშემატკივრები ბრიტანული პრესის კრიტიკის ობიექტად კიდევ ერთხელ იქცნენ. ბოლო პერიოდში „ნისლიან ალბიონზე“ „ლურჯების“ ფანატების შესახებ ბევრი იწერება.

„სიტისთან“ მატჩში ლონდონელი გულშემატკივრები რაჰიმ სტერლინგის მისამართით რასისტული ფრაზებით გამოდიოდნენ, ევროპა ლიგის შეხვედრაში კი ანტისემიტური შეძახილები გამოიყენეს. მსგავსი რამ „უოტფორდის“ წინააღმდეგაც გამეორდა. Daily Mail -ის ცნობით ვილიანზე სიმღერისას „არისტოკრატების“ ქომაგები ისევ და ისევ ანტისემიტური შეძახილებით გამოვიდნენ.

„ჩელსის“ გულშემატკივრების საქციელის შესახებ კომენტარი „ლურჯების“ მთავარმა მწვრთნელმა, მაურიციო სარიმ, გააკეთა და განაცხადა: „პირველ რიგში კლუბთან საუბრის გამართვა მინდა. მე არაფერი გამიგონია და რა მოხდა ზუსტად ვერ გეტყვით. „ჩელსის“ ქომაგების 99 პროცენტი ღირსეული ადამიანია, თუმცა სულელი ფანატები ყველა გუნდს ჰყავს. ჩვენ ზუსტად ასეთ პიროვნებებს უნდა ვებრძოლოთ და „არისტოკრატების“ გულშემატკივრებს ნამდვილად არ უნდა დავუპირისპირდეთ“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები