არაბიძე შესაძლოა უკრაინაში დაბრუნდეს
Aa
Aa

არაბიძე შესაძლოა უკრაინაში დაბრუნდეს

დონეცკის ''შახტარის'' ყოფილმა ფეხბურთელმა გიორგი არაბიძემ შესაძლოა კარიერა უკრაინულ ''დესნაში'' გააგრძელოს. ინფორმაციას footboom-ი ავრცელებს.

უკრაინის ჩემპიონატში ''დესნა'' მე-6 ადგილზეა. ''დესნას'' შემადგენლობაში 24 წლის ქართველი ნახევარმცველი ლუკა კობერიძე ირიცხება.

გასულ ზაფხულში 20 წლის ქართველი ტალანტი გიორგი არაბიძე პორტუგალიურ ''ნასიონალში'' ჩაირიცხა, კლუბთან ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა, თუმცა კოშტინიას გუნდში ადგილი ვერ დაიმკვირდა.

არაბიძემ პორტუგალიის უმაღლესი ლიგის ხუთ მატჩში მიიღო მონაწილეობა. მოედანზე 205 წუთი გაატარა.

14 ტურის შემდეგ 18-გუნდიან ჩემპიონატში ''ნასიონალი'' 16 ქულით მე-12 ადგილზეა.

საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების ყოფილმა შემტევმა ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით ეროვნულ გუნდში 4 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი შეაგდო. ვაისის გადაწყვეტილებით ერთა ლიგაზე არაბიძეს არ უთამაშია.

მირჩა ლუჩესკუს მთავარი მწვრთნელობისას არაბიძემ ''შახტარის'' პირველ გუნდში 3 მატჩი ჩაატარა, პაულო ფონსეკას გუნდში მოსვლის შემდეგ კი მხოლოდ ერთხელ ითამაშა და გასული სეზონის დასრულების შემდეგ კლუბს დაემშვიდობა.

ფოტო: zerozero.pt, gff.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები