Aa
Aa

"რეალი" აზარი სანაცვლოდ ახალ შეთავაზებას ამზადებს?

„მადრიდის რეალს“ „ლონდონის ჩელსის“ სუპერვარსკლავის, ედენის აზარის, გადმობირება რომ სურს ახალი ამბავი არაა. „სამეფო კლუბის“ წარმომადგენლები ტრანსფერის გაჩარხვას ზაფხულშიც ცდილობდნენ, თუმცა არაფერი გამოუვიდათ. როგორც ჩანს „ლოს ბლანკოსის“ მესვეურები დანებებას არ აპირებენ და ლონდონელებისთვის ახალ წინადადებას ამზადებენ.

ესპანური გამოცემების ინფორმაციით „სანტიაგო ბერნაბეუს“ მკვიდრები მზად არიან „არისტოკრატებს“ აზარის სანაცვლოდ კოვაჩიჩი და ისკო დაუთმონ. ხორვატი ფეხბურთელი „ჩელსიში“ იჯარის წესით იმყოფება, ხოლო ისკოს სანტიაგო სოლარისთან პრობლემები აქვს და ხშირ შემთხვევაში ძირითადი შემადგენლობის მიღმა რჩება.

ედენს „ლურჯებთან“ კონტრაქტი 2020 წლამდე აკავშირებს. ბელგიელსა და ლონდონელთა მესვეურებს შორის მოლაპარაკებები დიდი ხანია მიმდინარეობს, მაგრამ ახალი ხელშეკრულება ჯერ არ გაფორმებულა.

აზარმა წარსულში რამდენჯერმე აღნიშნა, რომ „რეალის“ მაისურს სიამოვნებით მოირგებდა, თუმცა „უოტფორდთან“ მატჩის შემდეგ „ჩელსის“ გულშემატკივრებისთვის "საინტერესო" კომენტარი გააკეთა და გუნდში დარჩენის სურვილზე მიანიშნა: „მინდა „ჩელსის“ მაისურით გაცილებით მეტი გოლი გავიტანო და კლუბის ისტორიაში შევიდე. მსურს ისეთ ლეგენდად ვიქცე, როგორიც ფრენკ ლამპარდი, ჯონ ტერი და დიდიე დროგბა არიან. „არისტოკრატების“ რიგებში 101 ბურთის შეგდება შესანიშნავი მიღწევაა, რომელიც არასდროს დამავიწყდება“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები