კლოპის კომენტარი გუშინდელი მარცხის შემდეგ
Aa
Aa

კლოპის კომენტარი გუშინდელი მარცხის შემდეგ

გუშინდელი მატჩის შემდეგ, (რომელშიც „ლივერპული“ სტუმრად „ლესტერის“ წინააღმდეგ უშანსოდ დამარცხდა) „მერსისაიდელთა“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. გერმანელი სპეციალისტი იმედგაცრუებული ჩანდა და განაცხადა, რომ მის გუნდს მოედანზე კიდევ უფრო მეტი უნდა ემოქმედა.

„ჩემი გუნდის თამაშით იმედგაცრუებული ვარ. გაცილებით უკეთ უნდა გვემოქმედა მოედანზე. სადაც პასი იყო გასაკეთებელი იქ ვურტყამდით და პირიქით. ნახევარ–მომენტები გვქონდა, მაგრამ საგოლეს ვერცერთს ვერ დავარქმევ. ჯეიმი ვარდიმ მსოფლიო კლასის გოლი შეაგდო. ეს თამაში კარგი შანსი იყო იმისათვის, რომ დაგვემტკიცებინა თუ რისთვის ვართ მზად. კიდევ რამდენიმე წამი მჭირდება, რათა დავწყნარდე. აუცილებლად ვნახავ ამ თამაშს კიდევ ერთხელ“ – განაცხადა კლოპმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები