მატეო კოვაჩიჩს „ჩელსიში“ დარჩენა სურს
Aa
Aa

მატეო კოვაჩიჩს „ჩელსიში“ დარჩენა სურს

„ჩელსის“ 24 წლის ნახევარმცველს, მატეო კოვაჩიჩს, კლუბში არსებული სიტუაცია ძალიან მოსწონს და მზადაა საკუთარი მომავალი ლონდონელებს დაუკავშიროს.

შეგახსენებთ, რომ ხორვატი ფეხბურთელი „არისტოკრატების“ რიგებში იჯარის წესით იმყოფება. იგი „რეალის“ საკუთრებაა და „ლურჯებს“ მისი გამოსყიდვის სურვილი აქვთ.

წლევანდელ სეზონში კოვაჩიჩი სტაბილურობით გამოირჩევა და მაურიციო სარიზე შთაბეჭდილების მოხდენა მოახერხა. მატეო გუნდის ძირითად შემადგენლობაში ხშირად ხვდება და გასაკვირი არაა, რომ მისი შენარჩუნება 59 წლის იტალიელ სპეციალისტსაც სურს.

ხორვატმა ფეხბურთელმა სამომავლო გეგმების შესახებ ბრიტანული გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა და განაცხადა: „ჩელსიში“ თავს კარგად ვგრძნობ. ლონდონი შესანიშნავი ქალაქია. კლუბი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა და რაც მთავარია მშვენიერი თანაგუნდელები მყავს. “რეალს“ დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ლონდონში სიამოვნებით დავრჩები“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები