Aa
Aa

"ატლეტიკოს" ვარსკვლავი ჩინეთში კოლოსალური თანხის სანაცვლოდ გადავიდა!

მეტად სარფიანი ხელშეკრულება გაფორმდა მადრიდის "ატლეტიკოსა" და ჩინურ "გვანჯოუ ევერგრანდს" შორის, რომლის შედეგადაც ესპანელთა სალარო 42.5 მილიონი ევროთი შეივსო.

საუბარია, კოლუმბიელი ფორვარდის, ჯექსონ მარტინესის ტრანსფერზე, 29 წლის მარტინესი "როხიბლანკოს" სეზონის დასაწყისში შეუერთდა, თუმცა მოვლენები ისე განვითარდა, რომ უკვე ზამთარში წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. 

მადრიდელებისაც გასაგებია, ვინაიდან მათ კოლუმბიელის სანაცვლოდ "პორტუს" 35 მილიონი ევრო გადაუხადეს, ის კი ესპანურ ფეხბურთსა და "ატლეტიკოს" სტილს დიდად ვერ მოერგო, შესაბამისად ჩინელთა მაცდურ წინადადებაზე დათანხმება მოუწიათ. ჯექსონმა ესპანური კლუბის რიგებში სულ 12 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ერთადერთი გოლით დაგვამახსოვრა თავი, რაც, დაგვეთანხმებით, მისი დონის ფორვარდისთვის კატასტროფული მაჩვენებელია...

მარტინესი "გვანჯოუში" ლუიშ ფილიპე სკოლარის ხელმძღვანელობით ითამაშებს, მისი თანაგუნდელები კი "ტოტენჰემის" ყოფილი მოთამაშე პაულინიო და არაერთ ტოპ კლუბში ნათამაშები რობინიო იქნებიან.

შეგახსენებთ, რომ ჩინეთში სატრანსფერო ფანჯარა 26 თებერვალს იხურება, შესაბამისად, არაა გამორიცხული, ხმაურიანი გარიგებები ჯერ კიდევ წინ გველოდეს. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები