Aa
Aa

"ჩელსიში" პრობლემებია! სარი სიტუაციის გამოსწორებას ცდილობს

მაურიციო სარის „ჩელსის“ რთული პერიოდი უდგას. „არისტოკრატებმა“ პრემიერ ლიგის ბოლო 6 შეხვედრიდან 3 წააგეს და გათამაშების ერთპიროვნულ ლიდერს, „ლივერპულს“ 11 ქულით ჩამორჩებიან.

იტალიელი სპეციალისტი სიტუაციის გამოსწორებას მაქსიმალურად ცდილობს. სარიმ „ლესტერთან“ განცდილი მარცხის შემდეგ მოთამაშეებთან ინდივიდუალური შეხვედრები გამართა. გავრცელებული ინფორმაციით 59 წლის სპეციალისტმა „ჩელსის“ ფეხბურთელებს დაშვებულ შეცდომებზე მიუთითა და მათი აღმოფხვრისკენ მოუწოდა. ბრიტანული გამოცემების ცნობით იტალიელი სპეციალისტი შედეგით კმაყოფილია და დარწმუნებულია, რომ უახლოეს მომავალში ყველაფერი გამოსწორდება.

სარის კოლექტივს ცვლილებების გატარების შანსი დღეს მიეცემა. „არისტოკრატები“ პრემიერ ლიგის მეცხრამეტე ტურში სტუმრად „უოტფორდს“ დაუპირისპირდებიან. „ლურჯებს“ იოლი გასეირნება ნამდვილად არ ელით. „კრაზანები“ წლევანდელ სეზონში მშვენივრად გამოიყურებიან და სატურნირო ცხრილის მეშვიდე ადგილს იკავებენ. რაც შეეხება „ჩელსის“, ლონდონური კლუბი 37 ქულით „არსენალთან“ მეოთხე პოზიციას იყოფს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები