Aa
Aa

"არსენალი" ბანეგას შეძენას გეგმავს - ემერის ნახევარდაცვის გაძლიერება სურს

ესპანური Mundo-ს ინფორმაციით, ლონდონის „არსენალის“ მთავარი მწვრთნელი უნაი ემერი ნახევარდაცვის ცენტრის გაძლიერებას გეგმავს.

ემერის თავისი ყოფილი მოთამაშის ევერ ბანეგას შეძენა სურს.

წყაროს ცნობით, „მეთოფეები“ მზად არიან ანდალუსიელებს არგენტინელის სანაცვლოდ 20 მილიონი ევრო გადაუხადონ.

„არსენალს“ მოედნის ცენტრში პრობლემები აქვს. თუ ტორეირას მოსვლის შემდეგ ჩამშლელი ნახევარმცველის პრობლემა მოგვარდა, იგივეს ვერ ვიტყვით შეტევაში. ლონდონელებს ბურთის დამჭერი და შეტევების წამომწყები ნახევარმცველი სჭირდებათ, რომელიც მესუთ იოზილის უკან მოედნის სიღრმიდან იმოქმედებს.

30 წლის ბანეგას „სევილიას“ მაისურით 172 მატჩი აქვს ჩატარებული. მის ანგარიშზე 25 გოლი და 20 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები