ნეიმარის გარემოცვა „ბარსელონას“ პრაქტიკულად ყოველდღიურად ურეკავს
Aa
Aa

ნეიმარის გარემოცვა „ბარსელონას“ პრაქტიკულად ყოველდღიურად ურეკავს

ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა Mirror-ი ნეიმარის შესახებ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ბრაზილიელ ფეხბურთელს „პსჟ“-დან უკან „ბარსელონაში“ დაბრუნება სურს.

Mirror-ი ესპანურ AS-ზე დაყრდნობით წერს ნეიმარის გარემოცვა „ბარსელონას“ პრაქტიკულად ყოველდღიურად უკავშირდება და ბრაზილიელის უკან დასაბრუნებლად მოლაპარაკებების წამოწყებას სთავაზობს.

იმის გათვალისწინებით, თუ როგორ და რა ფორმით დატოვა ნეიმარმა კატალონიური კლუბი, აქედან გამომდინარე მისი დაბრუნება საკმაოდ რთული იქნება.

AS-ი „ბარსას“ წარმომადგენლის კომენტარსაც ავრცელებს: „ნეიმარი როგორც წესი ბარსელონას ხშირად სტუმრობს და ძველ თანაგუნდელებს ნახულობს. ამასთან, ბრაზილიელი პრაქტიკულად ყოველ ჯერზე შედის „ბლაუგრანას“ გასახდელ ოთახში.

სამწუხაროა, რადგან მას აქ ყველაფერი ჰქონდა, თუმცა ის მაინც წავიდა. ჩვენ უნდა დავაკვირდეთ, თუ როგორი რეაქცია ექნებათ ქომაგებს და ზოგადად გუნდს მის შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით“.

რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ბარსა“ ბრაზილიელის სანაცვლოდ 215 მილიონი ევროს გადახდას გეგმავდა.

ასევე ცნობილია, რომ ნეიმარის კონტრაქტში არსებული პუნქტის თანახმად, თუ ფეხბურთელი 2020 წელს „პსჟ“-ს დატოვებს, ეს 160 მილიონი ევროს სანაცვლოდ მოხდება.

ნეიმარის შეძენის სურვილს მადრიდის „რეალიც“ გამოთქვამს, თუმცა ფეხბურთელმა მათ უარი უკვე რამდენჯერმე უთხრა. მისთვის პრიორიტეტული „კამპ ნოუზე“ დაბრუნებაა და უკვე ფაქტია, რომ „ბარსა“ ამ ტრანსფერს იმაზე სერიოზულად უყურებს, ვიდრე ეს აქამდე იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები