გადავა
Aa
Aa

გადავა "ატლეტიკოს" ლიდერი მოსისხლე მტრის ბანაკში?

მადრიდის "ატლეტიკოს" ფრანგმა შემტევმა ანტუან გრიზმანმა RTL-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ მისი მადრიდის "რეალში" შესაძლო გადასვლა გამორიცხულია.

"არა მგონია, ზინედინ ზიდანს "რეალში" ვჭირდებოდე, მაგრამ თუ ასე მოხდა, ჩემი აქედან წასვლა ამ ეტაპზე მაინც გამორიცხულია. "ატლეტიკოში" თავს კარგად ვგრძნობ და მომავალ სეზონშიც აქ ვგეგმავ ასპარეზობის გაგრძელებას. დიეგო სიმეონესგან ყოველდღე ახალს ვსწავლობ. მის ხელში სულ სხვა ფეხბურთელად ვიქეცი. ვგრძნობ, რომ გუნდისთვის მნიშვნელოვანი მოთამაშე ვარ. თანაგუნდელები მისმენენ, გვერდში მიდგანან და სწორედ ამიტომ ჩემი მიზანი "ატლეტიკოში" დარჩენაა - განაცხადა ანტუან გრიზმანმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები