ამ ორი ფეხბურთელის შესაძენად „სიტიმ“ გუარდიოლას 170 მილიონი ევრო გამოუყო
Aa
Aa

ამ ორი ფეხბურთელის შესაძენად „სიტიმ“ გუარდიოლას 170 მილიონი ევრო გამოუყო

მას შემდეგ, რაც „სიტიმ“ გუარდიოლასთან შეთანხმებას მიაღწია,მანჩესტერულმა გუნდმა ზაფხულის სატრანსფერო პერიოდისთვის 170 მილიონი ევრო გამოყო. ამის შესახებ ინფორმაციას „Daily Mail“ ავრცელებს.

გუშინ „ქალაქელებმა“ ოფიციალურად დაადასტურეს, რომ მიმდინარე სეზონის ბოლოს მანუელ პელეგრინი კლუბს დატოვებს, ხოლო მის ადგილს, ამჟამად მიუნხენის „ბაიერნში“ მომუშავე კატალონიელი სპეციალისტი, ხოსეპ გუარდიოლა დაიკავებს. ამ უკანასკნელის მოსვლის შემდეგ, მანჩესტერ „სიტის“ ხელმძღვანელობას გადაწყვეტილი აქვს, რომ გუნდი 2 ფეხბურთელით, პოლ პოგბათი და ჯონ სტოუნსით გააძლიეროს, რომელთა შესაძენათ კლუბმა 170 მილიონი ევრო გამოყო. აქედან 105 მილიონი „იუვენტუსის“ ნახევარმცველისთვის არის გამზადებული, ხოლო 65 მილიონი ევერტონის მცველისთვის.

ასევე ცნობილი გახდა გუარდიოლას ანაზღაურებაც, რომელიც კვირაში 400 000 ევრო იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები