Aa Aa
24 დეკემბერი 2018  |  14:51

ფერგიუსონი "მანჩესტერის" კონსულტანტად - სოლსკიაერი სერ ალექსისგან რჩევებს მიიღებს

ბრიტანული The Sun-ის ინფორმაციით, სერ ალექს ფერგიუსონი სეზონის ბოლომდე „მანჩესტერ იუნაიტედის“ კონსულტანტად იმუშავებს.

როგორც მოგეხსენებათ „წითელი ეშმაკები“ კლუბის ლეგენდარულმა ნორვეგიელმა ფორვარდმა ოლე გუნარ სოლსკიაერმა ჩაიბარა და პირველივე მატჩი საკმაოდ შთამბეჭდავად „კარდიფში“ 5:1 მოიგო.

როგორც წყარო წერს, სოლსკიაერი რეგულარულად ივლის სერ ალექსთან და მისგან საჭირო რჩევებს მიიღებს.

მოურინიოს დათხოვნის შემდეგ სპოლსკიაერის დანიშვნაში ფერგიუსონის როლი საკმაოდ დიდი იყო. კლუბს რჩევა სწორედ მან მისცა.

რა თქმა უნდა ფერგი გუნდში არ იმუშავეს და ის „იუნაიტედს“ არ გაწვრთნის, თუმცა სოლსკიაერი მისგან რჩევებს მიიღებს და ეს სეზონის ბოლომდე გაგრძელდება.

როგორც ცნობილია, ახალგაზრდა ნორვეგიელი სპეციალისტი „ოლდ ტრაფორდზე“ სეზონის ბოლომდე დარჩება და მისი ბედი ამის შემდეგ გადაწყდება.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები