მანჩინი დისკვალიფიცირებულია
Aa
Aa

მანჩინი დისკვალიფიცირებულია

როგორც მოგეხსენებათ, მილანური დერბის მიმდინარეობისას, მსაჯთან კამათისა და სიტყვიერი შეურაცყოფის გამო, მთავარმა არბიტრმა, რობერტო მანჩინი მოდნიდან გააძევა. დღეს კი, იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ, „ინტერის“ მთავარ მწვრთნელს განაჩენი გამოუტანა, რომელიც 1 მატჩიან დისკვალიფიკაციას და ფულად ჯარიმას მოიცავს(5000 ევროს ოდენობით).

შეგახსენებთ, რომ მეორე ტაიმის დებიუტში ედერისა და დონარუმას შორის კონტაქტის დროს, რობერტო მანჩინი „მილანის“ კარის მიმართულებით 11 მეტრიანის დანიშვნას ითხოვდა. მსაჯის გადაწყვეტილების გამო კი, „ინტერის“ დამრიგებელი წყობიდან გამოვიდა, რის გამოც იგი მოედნიდან გააძევეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები