Aa
Aa

"ვერ ვიტყვი, რომ "ბარსელონას" გაწვრთნა არ მინდა" - ინტერვიუ ანდრეს ინიესტასთან

"ბარსელონას" ლეგენდარული ნახევარმცველი ანდრეს ინიესტა დატვირთული თვის შემდეგ იაპონიიდან კატალონიაში დაბრუნდა და უქმეებს ოჯახთან ერთად ესპანეთში გაატარებს.

"დონ ანდრესმა" ყოფილი თანაგუნდელები მოინახულა და Mundo-სთან საკმაოდ საინტერესო ინტერვიუც ჩაწერა.

წლევანდელ ბარსაზე

"დღევანდელმა ბარსელონამ ჩემი აზრით ყველა ტურნირის მოსაგებად უნდა იბრძოლოს. მათ ჩემპიონთა ლიგის მოგება ნამდვილად შეუძლიათ.

ვფიქრობ, რომ გუნდის ახალი წევრები ადაპტაციას კარგად გადიან და ზრდასაც განაგრძობენ. ისინი გუნდისთვის უფრო მნიშვნელოვანი წევრები გახდებიან."

მესის პოზიციის ცვლილების შესახებ

"ბოლო წლებში მესის ახალი პოზიცია? მას შეუძლია ის გააკეთოს, რაც მოუნდება. ლეო ნებისმიერ პოზიციაზე მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეა.

მესის შეუძლია იმ პოზიციაზე ითამაშოს, რომელზეც მოესურვება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მან ისე თამაში განაგრძოს, როგორც თავად მოსწონს."

ბარსას შესაძლო გაწვრთნა

"მომავლის ბარსელონა სხვანაირი იქნება. არ მგონია, რომ ის უარესი გუნდი იქნება.

გავწვრთნი თუ არა ბარსას მომავალში? ამას წინასწარ ვერ გეტყვით, თუმცა ვერც იმას ვიტყვი, რომ ბარსელონას გაწვრთნა არ მინდა, თუმცა დღეს ამაზე ნამდვილად არ ვფიქრობ.

იმედი მაქვს, რომ ერთ დღესაც ჩემს საფეხბურთო ცოდნას გუნდს მოვახმარ."

არტური და რიკი პუჩი

"ვერ გეტყვით წელს რამდენად ითამაშებს პუჩი ბარსას პირველ გუნდში, მაგრამ ამის შანსი რომ არსებობს ეს ცალსახაა. რიკის უდიდესი პოტენციალი აქვს.

ის მაღალ სისწრაფეზე თამაშობს და ჩვეულებრივზე სწრაფად ფიქრობს.

რაც შეეხება არტურის ჩავისთან მსგავსებას, გეტყვით, რომ ბრაზილიელი უნიკალურ ფეხბურთს თამაშობს და მას ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს სასწავლი.

მისთვის ეს პირველი ბარსელონური წელია. ფეხბურთელებისთვის ადაპტაცია აუცილებელია და ამას დრო სჭირდება.

არტური ნელ-ნელა კიდევ მოუმატებს და ის გუნდის მნიშვნელოვანი წევრი გახდება."

დემბელეს შესახებ

"უსმანს უდიდესი პოტენციალი აქვს და მაღალ დონეზეც თამაშობს. მას ბევრი გოლი გააქვს და მისნაირ მოთამაშეს

მოფრთხილება სჭირდება.
როდესაც მოთამაშის შემთხვევაში არსებობს პრობლემა, ეს აუცილებლად უნდა მოგვარდეს".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები