რამოსი მოურინიოს
Aa
Aa

რამოსი მოურინიოს "რეალში" დაბრუნებაზე და რონალდუს საქციელზე საუბრობს

სერხიო რამოსი მადრიდის "რეალის" ირგვლივ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს შეეხო და ამის შესახებ პრესასთან ისაუბრა.

სამეფო კლუბის კაპიტანმა საუბარი "რეალში" მოურინიოს შესაძლო დაბრუნების შესახებ დაიწყო.

"მე არავინ შემეკითხება, თუ ვინ მსურს მწვრთნელად. გუნდის კაპიტნებს ასეთი პრივილეგია არ აქვთ.

ჩვენ აქ მოურინიოს გარეშე უკვე 5 წელია ვართ და თქვენ ისევ მასზე საუბრობთ! ამ დროის მანძილზე ჩვენ ყველაფერი მოვიგეთ. ამჟამად აქ სოლარია და ჩვენ მას პატივი უნდა ვცეთ.

რეალში ბევრი ტიპის მწვრთნელს უმუშავია. ზოგიერთმა მათგანმა ბევრი ტიტული მოიგო, ზოგმა ცოტა. მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება მწვრთნელი და როგორ იმუშავებს ის. მე პირველი ვარ ვინც იმას გააკეთებს, რასაც მოსთხოვენ".

რამოსმა რონალდუს ქცევების შესახებაც ისაუბრა. როგორც მოგეხსენებათ, კრიშტიანუმ იტალიურ პრესასთან განაცხადა, რომ ტურინში გაცილებით უფრო ოჯახური გარემოა, ვიდრე მადრიდში.

"ჩვენ არასდროს გვსმენია რონალდუსგან მსგავსი რამ, როცა ის რეალში თამაშობდა. მისი აქ ყოფნის დროს, გუნდის წარმატების მთავარი რეცეპტი თავმდაბლობა იყო. ჩვენ რონალდუს ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებთ".

შეგახსენებთ, რომ ესპანური პრესა ჟოზე მოურინიოს "რეალის" თავკაცის პოსტზე ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად მიიჩნევს. როგორც ჩანს, რამოსი ამ ინფორმაციით დიდად მოხიბლული არ არის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები