როი კინმა „მანჩესტერის“ ფეხბურთელები გააკრიტიკა
Aa
Aa

როი კინმა „მანჩესტერის“ ფეხბურთელები გააკრიტიკა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, როი კინმა, კლუბში არსებული სიტუაციის შესახებ ისაუბრა. ლეგენდარულმა ირლანდიელმა „წითელი ეშმაკების“ მოთამაშეები გააკრიტიკა და მათ სუსტი პიროვნებები უწოდა.

კინმა საკუთარი პოზიცია BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუსი დააფიქსირა და განაცხადა: “მანჩესტერის“ ფეხბურთელებმა „მკვლელობა“ ჩაიდინეს, მაგრამ სასჯელის თავიდან არიდება მოახერხეს. არ მაინტერესებს სხვა რას იტყვის, ფაქტია მათ ჟოზე მოურინიო გაწირეს“.

„ხშირად მესმის, რომ პორტუგალიელს მოთამაშეებთან ცუდი ურთიერთობა ჰქონდა. სიმართლე გითხრათ არაფერი მიკვირს. ბუნებრივია გაუბრაზდები ფეხბურთელს, რომელიც არ ვარჯიშობს და მითითებებს ზედმიწევნით არ ასრულებს“.

„მანჩესტერის“ მოთამაშეებს უნდა რცხვენოდეთ. ჩემთვის ისინი სუსტი პიროვნებები არიან! არასწორად არ გამიგოთ! მოურინიოს დიდი გულშემატკივარი არ ვარ, მაგრამ ვერ ვიტან ფეხბურთელებს, რომლებიც თავისი აგენტების და თანაგუნდელების უკან იმალებიან“.

„შეუძლებელია გაამართლო სპორტსმენი, რომელიც ისეთი დონის გუნდში თამაშობს, როგორიც „მანჩესტერია“ და მოედანზე გასვლისას წარმატების მისაღწევად მაქსიმუმს არ აკეთებს. ასეთი ფეხბურთელები მაღიზიანებენ. ჩვენს დროს მსგავსი რამ არ ხდებოდა. მე ღირსეული თანაგუნდელები მყავდა და ასეთი ქცევების მიმართ ტოლერანტული არცერთი მათგანი ყოფილა“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები