ენტონი მარსიალი The Sun-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა
Aa
Aa

ენტონი მარსიალი The Sun-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა

რამდენიმე დღის წინ, გავლენიანმა გამოცემამ, The Sun-მა სენსაციური ინფორმაცია გაავრცელა. ბრიტანული ტაბლოიდის მიხედვით ენტონი მარსიალი მოდელ მალიკა სემიჩისთან სასიყვარული ურთიერთობის გაბმას ცდილობდა. ეს ყველაფერი კი მაშინ ხდებოდა, როცა ფრანგი შემტევის მეგობარი გოგონა 8 თვის ორსული იყო.

The Sun-ის ინფორმაცია ენტონი მარსიალი სოციალურ ქსელებში გამოეხმაურა. 23 წლის ფეხბურთელმა „ინსტაგრამზე“ ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც მის მეგობარ გოგონასთანაა გადაღებული და თან ასეთი ტექსტი დაურთო: „მსოფლიოში ცუდი ადამიანები მუდამ იარსებებენ. ისინი ათას სისულელეს და ტყუილს მოიგონებენ. ღმერთის წყალობით ვიცი კარგი და ცუდი ერთმანეთისგან როგორ გავარჩიო და ჩემს ცხოვრებაში დარჩენის უფლება რომელ მათგანს მივცე“.

შეგახსენებთ, რომ მარსიალი ახლანდელ მეგობარ გოგონას მაშინ შეხვდა, როცა დაქორწინებული გახლდათ. შესაბამისად ბრიტანული გამოცემის მიერ გავრცელებული შესაძლოა მართალიც იყოს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ The Sun-მა მარსიალის ფოტოები გამოაქვეყნა და მალიკა სემიჩისთან ინტერვიუ ჩაწერა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები