„რომას“ ყოფილი ფორვარდი კარიერას „ნიუკასლში“ გააგრძელებს
Aa
Aa

„რომას“ ყოფილი ფორვარდი კარიერას „ნიუკასლში“ გააგრძელებს

"რომას" ფორვარდმა სეიდუ დუმბიამ წარმატებით გაიარა სამედიცინო შემოწმება და "ნიუკასლთან" გააფორმა კონტრაქტი. თავდამსხმელი ინგლისში სეზონის ბოლომდე ითამაშებს. სეზონის პირველი ნაწილი დუმბიამ იჯარით ცსკა-ში გაატარა და 19 მატჩში 8 გოლის გაიტანა შეძლო.

როგორც მოგეხსენებათ, იტალიურმა კლუბმა დუმბია „ცსკა“-დან დაიმატა, თუმცა ფეხბურთელმა მასზე გაცემული ავანსები ვერ გაამართლა და ზაფხულში „რომამ“ თავდამსხმელი კვლავ მოსკოვურ კლუბში დააბრუნა. ამჯერად კი, დუმბია კარიერას „ნისლიან ალბიონზე“ გააგრძელებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები