Aa
Aa

"ამის შანსი ძალიან დიდია...პერესს მოურინიო უყვარს" - ჟოზე ისევ "რეალში"?

მას შემდეგ რაც ჟოზე მოურინიოს „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი დაატოვებინეს, პრესა პორტუგალიელის ახალ სამუშაო ადგილზე ბჭობს.

მადრიდის „რეალის“ ყოფილი სპორტული დირექტორი და კლუბის ლეგენდარული ფორვარდი პრედრაგ მიატოვიჩი მიიჩნევს, რომ მოურინიოს „რეალში“ დაბრუნების შანსები საკმაოდ დიდია.

„პროცენტულად შანსები როგორ არის ეს არ ვიცი, მაგრამ ამის ალბათობა, რომ ძალიან დიდია ეს ნამდვილად ვიცი.

რატომ ვამბობ ამას? რადგან პერესს მოურინიო ძალიან უყვარს. ყოველ ჯერზე, როდესაც „რეალში“ მწვრთნელის შეცვლის დრო მოდის მგონია, რომ ფლორენტინო მოურინიოს უკავშირდება.

ფრთხილად, დიახ! ამის შანსი ძალიან დიდია“.

შეგახსენებთ, რომ ხულენ ლოპეტეგის დათხოვნის შემდეგ მადრიდელებს სათავეში სანტიაგო სოლარი ჩაუდგა, რომელთანაც კლუბმა სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა, თუმცა ესპანური პრესა ეჭვობს, რომ არგენტინელ სპეციალისტს სეზონის ბოლოს წასვლა მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ ჟოზე მოურინიო „ბლანკოსს“ 2010-2013 წლებში წვრთნიდა. ამ პერიოდში გუარდიოლას „ბარსელონა“ ბრწყინავდა და ჟოზეს „რეალმა“ ბევრი ვერაფრის მოგება ვერ შეძლო, თუმცა 2011-2012 წლების სეზონში მადრიდელებმა ლა ლიგის მოგება მაინც მოახერხეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები