ვერნერი:
Aa
Aa

ვერნერი: "გამორიცხულია რომ „ბაიერნის“ მსგავსად სხვა გუნდებში ჩემი გადასვლა განვიხილო"

ბუნდესლიგის მე-16 ტურში მიუნხენის „ბაიერნმა“ „ლაიპციგს“ უმასპინძლა და 83-ე წუთზე ფრენკ რიბერის ლამაზი გოლით 1:0 დაამარცხა.

შეხვედრის შემდეგ სტუმართა გუნდის ლიდერმა ტიმო ვერნერმა Sky-სთან ისაუბრა და მის მიმართ „რეკორდმაისტერის ინტერესის შესახებ პირველი კომენტარი გააკეთა.

როგორც ჩანს, გერმანელი ფორვარდი „ბაიერნში“ გადასვლას სერიოზულად განიხილავს.

„ახლა ამ თემაზე ფიქრისა და საუბრის დრო არ მაქვს. ახალი წლისთვის ვემზადები და შემდეგ ყველაფერზე დავფიქრდები.

თუ თქვენ თამაშობთ „ლაიპციგში“ და გსურთ, რომ გერმანიაში დარჩეთ, ასეთ შემთხვევაში არის მხოლოდ ერთი ადგილი სადაც შეგიძლია, რომ გადახვიდეთ.

რა თქმა უნდა „ლაიპციგში“ დარჩენაც ვარიანტია, თუმცა გამორიცხულია რომ „ბაიერნის“ მსგავსად სხვა გუნდებში ჩემი გადასვლა განვიხილო“.

2019-2020 წლების სეზონიდან „ბაიერნი“ ძირეულ ცვლილებებს გეგმავს. რიბერი-რობენის დუეტის წასვლასთან ერთად კლუბს კიდევ არაერთი მოთამაშე დატოვებს და ბუნებრივია იქნებიან ახალი სახეებიც, მათ შორის ერთ-ერთი შესაძლოა სწორედ ვერნერი იყოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები