Aa
Aa

"სიტის" ერთ-ერთი ლიდერი სეზონის ბოლოს გუნდს დატოვებს

"მანჩესტერ სიტის" პეპ გვარდიოლას გადაბირება ერთ–ერთი ლიდერის დაკარგვად დაუჯდება. ყოველ შემთხვევაში, მოვლენების მსგავსი განვითარება სავსებით ლოგიკურია.

„ქალაქელების“ ცენტრალური ნახევარმცველის, იაია ტურეს აგენტმა, დიმიტრი სელიუკმა, საინტერესო ინტერვიუ მისცა "The Suns"–ს, სადაც საჯაროდ ისაუბრა კოტ'დიუვარელისა და მის პიროვნულ დამოკიდებულებაზე გვარდიოლასადმი.

"ვფიქრობ, რომ ია ია დატოვებს კლუბს. თუმცა, მანამ, სანამ ეს მოხდება, იმედი მაქვს ყველა შესაძლო ტიტულს მოიპოვებს სეზონის ბოლოს. აქ არანაერი მნიშვნელობა არ აქვს პეპის სიმპათიას: მოსწონს მას თუ არ მოსწონს ტურე. მან შესაძლოა უთხრას ტურეს, რომ ენდობა ან პირიქით – არ ენდობა. ჩემი აზრით, ყველას, ვისაც აქვს კვერცხები უნდა დარჩეს გუნდში არამხოლოდ წარმატებული პერიოდის დროს, არამედ სირთულეების გაჩენის მომენტშიც. "ბარსელონამ" ყველაფერი მოიგო, რადგან ეს დიდი ოჯახია, სტრუქტურა არის იდეალური. სწორედ ამიტომ, ეს არ არის პიროვნებების საკითხი. ლუის ენრიკემ იგივე გააკეთა, რაც გვარდიოლამ რამდენიმე წლის წინ. უბრალოდ შეუძლებელია, რომ "ბარსელონას" "გვარდიოლას გუნდი" ეწოდოს. ტურეს "ბარსელონაში" არავისი ეშინოდა, მან ყველას გაუხსნა კარი. ია იამ ყველა ტიტული მოიგო ინგლისში გვარდიოლას გარეშე. მოიგებს პეპი ყველა ტიტულს ინგლისში ია იას გარეშე?“ – განაცხადა სელიუკმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები