ენტონი მარსიალი მორიგ სკანდალში გაეხვა
Aa
Aa

ენტონი მარსიალი მორიგ სკანდალში გაეხვა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ 23 წლის ფეხბურთელი, ენტონი მარსიალი, მორიგ სკანდალში გაეხვა. The Sun-ის ექსკლუზიური ინფორმაციით ივნისში, როცა ფრანგი შემტევის მეგობარი გოგონა რვა თვის ორსული იყო და ჟოზე მოურინიოს სერიოზული პრობლემები ჰქონდა, მარსიალი სხვა რამით გახლდათ დაკავებული.

ენტონი მოდელთან, მალიკა სემიჩთან, სასიყვარულო ურთიერთობის გაბმას ცდილობდა. ამ უკანასკნელს იგი პარიზის ერთ-ერთ ღამის კლუბში შეხვდა, მასთან ერთად იცეკვა და საკონტაქტო ინფორმაცია გაცვალა.

მომდევნო დღეს მალიკამ ინტიმური შინაარსის წერილები, ფოტოები და ვიდეოები მიიღო, რომლებიც იმ სასტუმროში იყო გადაღებული, სადაც ჟოზე მოურინიო ცხოვრობდა და მატჩების წინ „მანჩესტერ იუნაიტედი“ ჩერდებოდა.

სემიჩმა ჟურნალისტებთან საუბრისას დეტალები გაამხილა და განაცხადა: „თავიდან ყველაფერი მოკითხვებით და სულელური სელფების გამოგზავნით დაიწყო. შემდეგ სიტუაცია შეიცვალა და ჩემს შესახებ უფრო და უფრო მეტის გაგების სურვილი გაუჩნდა. ერთ-ერთ შეტყობინებაში “Threesome”-ში მონაწილეობის მიღება შემომთავაზა, მაგრამ უარით გავისტუმრე“.

„მას ჩემთან შეხვედრა ძალიან უნდოდა. რამდენჯერმე მთხოვა მანჩესტერში ჩავსულიყავი და ფარულად შევხვედროდი, რადგან არავის დავენახეთ. შეშინებული იყო და ძალიან ფრთხილობდა. არ სურდა მის მეგობარ გოგონას ჩვენი ურთიერთობის შესახებ გაეგო“.

„მასთან მიმოწერა მსიამოვნებდა, მაგრამ ვიცოდი, რომ ცუდად ვიქცეოდი, რადგან სამი თვის შვილი ჰყავდა. სხვა გარემოება რომ ყოფილიყო მასთან ურთიერთობას აუცილებლად გავაბამდი“.

„ვფიქრობ მას საკუთარი საქციელის უნდა რცხვენოდეს“.

The Sun-ის ინფორმაციით მარსიალმა გოგონას შიშველი ფოტოების და ვიდეოების გამოგზავნაც სთხოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები