Aa
Aa

"მანჩესტერს" სოლსკიაერი გაწვრთნის

„მანჩესტერ იუნაიტედს“ სეზონის ბოლომდე ოლე გუნარ სოლსკიაერი, გაწვრთნის. შეგახსენებთ, რომ „წითელმა ეშმაკებმა“ გუშინ დაკავებული პოსტიდან ჟოზე მოურინიო გაათავისუფლეს. პორტუგალიელის წასვლის შემდეგ ბრიტანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად „იუნაიტედი“ მაიკლ კერიკს უნდა ჩაებარებინა, თუმცა ყველაფერი აბსოლუტურად განსხვავებული სცენარით წარიმართა.

აღსანიშნავია, რომ „მანჩესტერის“ ოფიციალურ გვერდს რამდენიმე საათის წინ შეცდომა გაეპარა და სოლსკიაერის დანიშვნა წინასწარ გაასაჯაროა. „წითელი ეშმაკების“ წარმომადგენლებმა პოსტი მალევე წაშალეს, თუმცა ინგლისელი ჟურნალისტებისთვის მცირე დროც საკმარისი აღმოჩნდა.

სოლსკიაერი 2015 წლიდან „მოლდეს“ მთავარი მწვრთნელია და გუნდთან ერთად ქვეყნის ჩემპიონატი ორჯერ მოიგო. ოლე გუნარი „იუნაიტედის“ ქომაგების კერპი გახლავთ. მის მიერ „მიუნხენის ბაიერნის“ კარში გატანილი გოლი „ოლდ ტრაფორდზე“ დღემდე ახსოვთ.

სოლსკიაერის მოსვლის შემდეგ მაიკლ კერიკი და კიერან მაკენა სამწვრთნელო შტაბში დარჩებიან. ადგილის შენარჩუნება სერ ალექს ფერგიუსონის ყოფილმა თანაშემწემ, მაიკ ფილანმაც, მოახერხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები