კერბერმა ავსტრალია აიღო!
Aa
Aa

კერბერმა ავსტრალია აიღო!

გერმანელმა ჩოგბურთელმა ანგელიკ კერბერმა "ავსტრალიის ღია პირველობის" 2016 წლის გათამაშების ფინალში ლეგენდარული ამერიკელი სერენა უილიამსი სამ სეტიან ბრძოლაში 6:4 3:6 6:4 დაამარცხა და დიდი სლემის ტურნირს პირველად დაეუფლა. 

თავად უმცროს უილიამსს კი წაართვა შანსი ღია ერაში მოპოვებული ტიტულებით შტეფი გრაფს გათანაბრებოდა. შეგახსენებთ, რომ გრაფს დიდი სლემის 22 ტიტული აქვს მოგებული, სერენა კი მასთან ერთ ნაბიჯშია 21 მოგებული სლემით. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები