2019 წლის ზაფხულში ჩაკვეტაძე შესაძლოა ''ბაიერნმა'' გადაიბიროს
Aa
Aa

2019 წლის ზაფხულში ჩაკვეტაძე შესაძლოა ''ბაიერნმა'' გადაიბიროს

გერმანული ვებგვერდი web.de 13 ფეხბურთელს ასახელებს, რომლებიც შესაძლოა 2019 წლის ზაფხულში მიუნხენის ''ბაიერნის'' მოთამაშეები გახდნენ. მათ შორის არის ''გენტის'' 19 წლის ქართველი ტალანტი გიორგი ჩაკვეტაძე.

ჩაკვეტაძის გარდა აღნიშნულ სიაში შემდეგი ფეხბურთელები მოხვდნენ: ტიმო ვერნერი, ლუკა იოვიჩი, მიატ გაჩინოვიჩი, კრისტიან პულიშიჩი, თორღან აზარი, ფრენკი დე იონგი, ნაბილ ფეკირი, ჯეიდონ სანჩო, აარონ რემზი, კალუმ ჰადსონ ოდოი, ბობი დანკანი, მატიას დე ლიგტი.

აღნიშნული სტატიის ავტორი იორგ ჰაუსმანი ჩაკვეტაძის შესახებ წერს: ''როდესაც 2017 წელს ჩაკვეტაძე თბილისის ''დინამოდან'' ''გენტში'' გადავიდა, მხარეებმა სარფიან შეთანხმებას მიაღწიეს. ბელგიურმა კლუბმა ''დინამოს'' 1,5 მილიონი ევრო გადაუხადა. ამჟამად ფეხბურთელის სატრანსფერო თანხა 5 მილიონ ევროს შეადგენს. მას კლუბთან კონტრაქტი 2020 წლამდე აკავშირებს. სანაკრებო დონეზე ჩაკვეტაძემ 7 მატჩში 5 გოლი გაიტანა.''

გასულ თვეში გერმანული sport.de იუწყებოდა, რომ მიუნხენის ‘’ბაიერნი’’ მეორედ ეცდება ''გენტის'' ლიდერის შეძენას. შემდეგ ზაფხულში მიუნხენური კლუბის პრეზიდენტ კარლ-ჰაინც რუმენიგეს გუნდის გაძლიერება სურს და ერთ-ერთი ახალწვეული შესაძლოა ჩაკვეტაძე აღმოჩნდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები