ნოიერი:
Aa
Aa

ნოიერი: "ლივერპულს" სუსტი წერტილები აქვს, რაც წლევანდელ სეზონშიც კარგად გამოჩნდა"

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის კენჭისყრას სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის პლეიოფის საწყის ეტაპზე რამდენიმე სუპერმატჩი გაიმართება.. ყველაზე დიდ ინტერესს კი “ლივერპულისა” და “ბაიერნის” წყვილი იწვევს.

“მერსისაიდელები” შესანიშნავ ფორმაში იმყოფებიან და პრემიერ ლიგის პირველ ადგილს იკავებენ. რაც შეეხება “რეკორდმაისტერს”, ეს უკანასკნელი სტაბილურობით ვერ დაიკვეხნის და წარმატების მისაღწევად მთელი რიგი ნიუნსების გამოსწორება მართებს.

სამომამავლო დაპირისპირების შესახებ “ბაიერნის” ფეხბურთელებიდან კომენტარი პირველმა მანუელ ნოიერმა გააკეთა. გერმანელ გოლკიპერს სჯერა, რომ მიუნხენელებს “ლივერპულთან” გამარჯვების მიღწევა შეუძლიათ და “წითლების”  დამარცხება არც ისეთი რთულია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.

ლივერპულს შესანიშნავი სეზონი აქვს. “მერსისაიდელებიშარშანაც კარგად ასპარეზობდნენ, თუმცა დარწმუნებული ვარ კენჭისყრის შედეგებით ისინიც უკმაყოფილოები იქნებიან“.

კლოპის გუნდი კონტრშეტევებზე შესანიშნავად გამოიყურება და საჯარიმოშიც სახიფათოები არიან, თუმცა სუსტი წერტილები გააჩნიათ, რაც წლევანდელ სეზონშიც კარგად გამოჩნდა. პლუს ამას  მათბაიერნისძლიერი შეტევის წინააღმდეგ მოუწევთ თამაში, რაც ადვილი ნამდვილად არაა”.

დარწმუნებული ვარ გულშემატიკვარი , როგორცენფილდზეასევეალიანს არენაზესანახაობრივ და დაძაბულ შეხვედრას იხილავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები