ტაისონ ფიურის ძმა სადებიუტო შეხვედრას 102 წაგების მქონე მოკრივის წინააღმდეგ გამართავს
Aa
Aa

ტაისონ ფიურის ძმა სადებიუტო შეხვედრას 102 წაგების მქონე მოკრივის წინააღმდეგ გამართავს

ტაისონ ფიურის ძმა, ტომი, 22 დეკემბერს, პროფესიონალურ დონეზე სადებიუტო ორთაბრძოლას გამართავს. 19 წლის მოკრივის ოპონენტი ლატვიელი იევგენიის ანდრეიევსი იქნება. ეს უკანასკნელი რინგზე ისეთი ცნობილი მებრძოლების წინააღმდეგაა გამოსული, როგორებიც ტონ ბელიუ, რაიან როუდსი და კოდი დევისი არიან.

ანდრეიევსი ახლა 37 წლისაა და კარიერის მანძილზე 115 დაპირისპირება აქვს ჩატარებული. ცალკე აღნიშვნის ღირსია, ის, რომ გამართული 115 ორთაბრძოლიდან მან მხოლოდ 10 შეხვედრა მოიგო, 102-ჯერ დამარცხდა და 3 ფრედ დასრულდა.

უკანასკნელი გამარჯვება იევგენიისმა 2015 წელს მოიპოვა და დენის ციკულინსი დაამარცხა. ამ მომენტის შემდეგ ანდრეიევსმა 39 ორთაბრძოლა ჩაატარა და სასურველი შედეგის დაფიქსირება ვერცერთხელ მოახერხა.

კრივში ასეთი პრაქტიკა მიღებულია. სადებიუტო შეხვედრაში მებრძოლები ხშირ შემთხვევაში სუსტ ოპონენტებს უპირისპირდებიან, რადგან მოგებაზე მნიშვნელოვანი ისაა, წარმატებას რა სტილში და როგორ მიაღწევ.

ტომის, ძმამ, ტაისონმა, პირველი შერკინება ბელა გიონგიოზის წინააღმდეგ გამართა და გამარჯვება პირველივე რაუნდში დაიბევა.

აღსანიშნავია, რომ ტომის კონტრაქტი ტაისონ ფიურის პრომოუტერთან, ფრენკ უორენთან, აქვს გაფორმებული და მას მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი, რიკი ჰატონი, წვრთნის.

ცხელი ამბები