''ლუცერნის'' სპორტული დირექტორი: ''გვილია თამაშის რიტმს ვერ ჰყვება''
Aa
Aa

''ლუცერნის'' სპორტული დირექტორი: ''გვილია თამაშის რიტმს ვერ ჰყვება''

შვეიცარიული საფეხბურთო კლუბის, ''ლუცერნის'' სპორტული დირექტორი რემო მაიერი შვეიცარიულ გაზეთ tagblatt-ს ესაუბრა. მისი საუბრიდან გამომდინარე ნათლად ჩანს, რომ გუნდის ხელმძღვანელები ქართველი ფეხბურთელების ასპარეზობით კმაყოფილები არ არიან.

რემო მაიერი: ''ოთარ კაკაბაძემ ტრავმის მიღებამდე შესაძლებლობები სრულად ვერ გამოავლინა,  ეფექტური არ იყო, თუმცა გუნდს მოერგო და მარჯვენა ფლანგზე თავისი სიძლიერე დაამტკიცა. მოედანზე დაბრუნების შემდეგ კაკაბაძის პროგრესს ველით.

რაც შეეხება გვილიას, მასთან მიმართებაში განსხვავებული მდგომარეობაა. ვიდრე ტრავმას მიიღებდა გასულ გაზაფხულზე გვილიამ თავი შესანიშნავად წარმოაჩინა, მაგრამ მისი დომინირება დიდხანს არ გაგრძელებულა. ახალი მთავარი მწვრთნელი რენე ვაილერი უპირატესობას სხვა ფეხბურთელებს ანიჭებსდა და მათ ეყრდნობოდა, რადგან გვილია თამაშის რიტმს ვერ ჰყვება.''

მიმდინარე სეზონში 24 წლის გვილიამ შვეიცარიის სუპერლიგაში 11 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი ''იანგ ბოიზს'' შეუგდო. მან მოედანზე 565 წუთი გაატარა. გარდა ამისა გვილიამ ევროპა ლიგის 2 შეხვედრასა და შვეიცარიის თასის 1 მატჩში ითამაშა.

რაც შეეხება კაკაბაძეს, ''ხიმნასტიკის'' ყოფილმა მცველმა ტრავმის გამო მხოლოდ 8 მატჩში მიიღო მონაწილეობა. საერთო ჯამში მოედანზე 668 წუთი გაატარა.

18 ტურის შემდეგ 10-გუნდიან სუპერლიგაში ''ლუცერნი''  25 ქულით მე-5 ადგილზეა და მეოთხეადგილოსან ''ციურიხს'' ბურთების უარესი შეფარდების გამო ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები