ლიდერი ყველაფერში - მესის საოცარი სტატისტიკა და მორიგი რეკორდი
Aa
Aa

ლიდერი ყველაფერში - მესის საოცარი სტატისტიკა და მორიგი რეკორდი

„ბარსელონა“ ლა ლიგის მე-16 ტურში „ლევანტეს“ ესტუმრა და 5:0 გაანადგურა.

შეხვედრის მთავარი მოქმედი პირი რა თქმა უნდა ლეო მესი იყო. არგენტინელმა ათიანმა ჰეთ-თრიკთან ერთად ორი საგოლე გადაცემაც შეასრულა და  მორიგი საოცარი პერფორმანსი შემოგვთავაზა.

ამ შეხვედრის შემდეგ მესიმ მიმდინარე სეზონში რამდენიმე მნიშვნელოვანი შედეგი დააფიქსირა.

არგენტინელი ტოპ 5 ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელებს შორის ერთადერთია, ვის ანგარიშზეც საშუალოდ ერთ მატჩში, ყველაზე მეტი გოლი, ყველაზე მეტი საგოლე გადაცემა, ყველაზე მეტი დრიბლინგი, ყველაზე მეტი გატანილი ჯარიმა და ყველაზე მეტი მწვავე გადაცემაა.

მესის ანგარიშზე ლა ლიგაში 14 გოლი და 10 ასისტია. ლეო მიმდინარე სეზონში საშუალოდ ერთ შეხვედრაში 3.6 მწვავე გადაცემას აკეთებს, 4.4 დრიბლინგი აქვს და 4.9 კარში დარტყმა.

„ლა პულგა“ ერთადერთი მოთამაშეა, რომელიც გოლებშიც და საგოლე გადაცემებშიც ლიდერობას ინარჩუნებს. ასევე, მესი არის ერთადერთი მოთამაშე, რომლის ანგარიშზეც 2018 წელს ყველა ტურნირის ჩათვლით 50 გოლია.

აქვე გეტყვით, რომ მესიმ გუშინდელი გამარჯვების შემდეგ ლა ლიგაში მოგებული შეხვედრებით „ბარსელონას“ შემადგენლობაში ახალი რეკორდი დაამყარა და 323-ე გამარჯვებით ჩავის მაჩვენებელი გააუმჯობესა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები