Aa
Aa

"ბარსა" "აიაქსის" ორი ბრილიანტიდან არცერთის დათმობას არ აპირებს

მიმდინარე კვირაში "ბარსელონამ" "აიაქსის" ორი ბრილიანტის ფრენკი დე იონგისა და მატიის დე ლიხტის მიმართ ინტერესი გაამძაფრა და ტრასნფერებზე მუშაობა გააძლიერა.

Mundo-ს ინფორმაციით, კატალონიელთა წარმომადგენლები ამსტერდამელებთან მორიგ შეხვედრას გეგმავენ და საუბრის თემა რა თქმა უნდა ზემოხსენებული ორი მოთამაშე იქნება.

წყაროს ცნობით, მხარეებს შორის შეხვედრა შვეიცარიაში შედგება სადაც ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრა უნდა გაიმართოს, რომელიც 17 დეკემბერს თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება.

ბოლო დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბარსამ" დე ლიხტი დათმო და მთლიანად დე იონგზე გადაერთო, რადგან ამსტერდამელები ორივე მოთამაშის სანაცვლოდ კოლოსალურ თანხას ითხოვნდნენ, თუმცა როგორც ჩანს "ბლაუგრანა" ბოლომდე უკან დახევას არ გეგმავს.

"ბარსას" კონკურენციის გაწევა "იუვენტუსთან", "სიტისთან", "პსჟ"-სთან და "ბაიერნთან" მოუწევს.

ფრენკი დე იონგის მამამ რამდენიმე დღის წინ საკმაოდ თამამი განცხადება გააკეთა, რის შემდეგაც 21 წლის ნახევარმცველის "კამპ ნოუზე" მოხვედრის შანსები საგრძნობლად გაიზარდა.

"ფრენკის სერიოზული გადაწყვეტილების მიღება მოუწევს. ის ძალიან ჭკვიანი ბიჭია და თავის მომავალს გაზაფხულზე განსაზღვრავს. გეტყვით, რომ მისი "აიაქსიდან" წასვლის ალბათობა 95%-ია. ჩემი შვილის კარიერის გასაგრძელებლად "ბარსელონა" საუკეთესო ადგილი იქნებოდა."

ჰოლანდიური პრესა იმასაც წერს, რომ დეიონი და დე ლიხტი ძალიან კარგი მეგობრობით გამოირჩევიან და მათ კარიერის გაგრძელება რომელიმე ევროგრანდში ერთად სურთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები