Aa
Aa

"პსჟ"-სა და ''მანჩესტერ იუნაიტედის'' სკაუტები ჩაკვეტაძის თამაშს დაესწრნენ

ბელგიური dhnet.be-ს ცნობით ''გენტისა'' და ''შარლერუას'' შეხვედრას ლევერკუზენის ''ბაიერის,'' ფლორენციის ''ფიორენტინას,'' ფრანგული პსჟ-სა და ''მანჩესტერ იუნაიტედის'' სკაუტები ესწრებოდნენ.

ბელგიური მედიის ცნობით სკაუტთა ინტერესი ''გენტის'' 19 წლის ქართველი ტალანტის, გიორგი ჩაკვეტაძისა და ''შარლერუას'' ნიგერიელი ფორვარდის, ვიქტორ ოსიმენის თამაშისკენ იყო მიმართული.

აღნიშნული შეხვედრა ''შარლერუას'' საშინაო არენაზე გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა. ქართველმა ტალანტმა ''შარლერუას'' წინააღმდეგ 90 წუთი ითამაშა.

მიმდინარე სეზონში გიორგი ჩაკვეტაძემ ყველა ტურნირზე ''გენტის'' მაისურით ჩატარებულ 25 მატჩში 5 გოლი შეაგდო და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.

შეგახსენებთ, ჩაკვეტაძის გადაბირებით რომის ''ლაციო,'' ''რომა,'' ''ბარსელონა'' და მიუნხენის ''ბაიერნიც'' ინტერესდებიან.

ფოტო: kaagent.be

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები