კომენტარები მილანური დერბის შემდეგ
Aa
Aa

კომენტარები მილანური დერბის შემდეგ

მ’ბაიე ნიანგი

"შესანიშნავი საღამო გამოვიდა. გარდა იმისა, რომ დერბის მოგება ყოველთვის მნიშვნელოვანია, ჩვენ აქტივში უმნიშვნელოვანესი 3 ქულა ჩავიწერეთ და თუ ასეთ ფორმაში გავაგძელებთ ასპარეზობას, სასურველ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ. „მილანი აუცილებლად იბრძოლებს ევროტურნირებზე მოსახვედრად, ეს კვლავ დიდი კლუბია და ამ თამაშით დავამტკიცეთ ყველაფერი. ძალიან ბედნიერი ვარ და მინდა მადლობა გადავუხადო სინიშა მიჰაილოვიჩს, რადგან ის გვაიძულებს ბევრი ვიმუშავოთ და საბოლოოდ ამ დიდ შრომას შედეგიც თან ახლავს.

 

სინიშა მიჰაილოვიჩი

"ინტერთან" მოპოვებული გამარჯვება? ეს ყველაზე დიდი სიხარულია მთელი ჩემი სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში. დერბის მოგება, თანაც სრულიად დამსახურებულადეს ბრწყინვალე შედეგია, ასეთი მატჩები სამუდამოდ რჩება ისტორიაში. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო კლუბის პრეზიდენტს. ის ჩვენი ნომერ პირველი ფანია და ძალიან განიცდის როდესაც რაღაც არ გამოგვდის. მეორე წრე, სეზონის პირველ ნახევარში დაშვებული შეცდომების გამოსწორების შანსია“.

 

მარიო ბალოტელი

„ხანდახან ყველაფერი ყოველთვის კარგად არ მიდის, მაგრამ დღეს დიდი მოგების დღე იყო!

აქედან დავიწყოთ. დიდი ბიჭები დიდი ფანები.

 

რობერტო მანჩინი

"კომპლიმენტები "მილანს", მაგრამ ჩვენ არ ვიმსახურებდით ასეთ შედეგს. ამ მომენტისთვის, "ინტერის" საქმეებში ყველაფერი ცუდად მიდის. რაც შეეხება მსაჯობას, მათი მოქმედების შესაფასებლად სიტყვები არ მყოფნის. შეურაცხმყოფელი არაფერი მითქვამს, მაგრამ მსაჯები დღესდღეობით ძალიან ემოციურები არიან. არც კი ვიცოდი რა მეთქვა დონარუმას ინციდენტზე. ანტონიო დამატომ შესაძლოა უბრალოდ წესები არ იცის. ვფიქრობ, რომ დიდებული პირველი ტაიმი ჩავატარეთ და რამდენიმე წითელი ბარათი უნდა ეჩვენებინა მსაჯს ბოლო იმედის ჯარიმებისათვის ჩვენს სასარგებლოდ. დერბის ყველაზე სუსტი წერტილიმსაჯთა ბრიგადა იყო. ყოველთვის მტკივნეულია დერბის ასე წაგება, რადგან მოგების შანსიც გვქონდა. საჭირო დროს მოვიპოვეთ პენალტი, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ, რასაც მეორე გოლი მოჰყვა და დასრულდა თამაში

 

სილვიო ბერლუსკონი

"ეს იყო დღის პოზიტიური დასასრული. „მილანმა“ დაიმსახურა კომპლიმენტები. მიჰაილოვიჩი მუშაობა მომწონს, რადგან დღეს ყველაზე მეტად გუნდის სულიკკვეთება მომეწონა, რაც მთლიანად მისი დამსახურებაა. ჩინეთის ბაზრის კრიზისი ჩვენც შეგვეხო, თუმცა მოლაპარაკებები ჯერჯერობით მიმდინარეობს.  ჩვენი მიზანი არის მილანის კარგად აღჭურვა მომავლისთვის, რათა დავუბრუნდეთ მაღალ მწვერვალებს იტალიაში, ევროპაში და მსოფლიოში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები