''სიონმა'' ეროვნულ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა
Aa
Aa

''სიონმა'' ეროვნულ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა

საქართველოს ელიტარულ საფეხბურთო ჩემპიონატში, ეროვნულ ლიგაში ბოლნისის ''სიონმა'' ადგილი შეინარჩუნა. თემურ შალამბერიძის გუნდმა ფლეი-ოფის საპასუხო შეხვედრაში, ''გაგრა'' 3:0 დაამარცხა. გოლები ვილი ისიანის, ლევან ხმალაძისა და დავით კირკიტაძის ანგარიშზეა.

ორი მატჩის ჯამში ''სიონმა'' მეტოქე 4:0 გაანადგურა. პირველი მატჩი გორის ''თენგიზ ბურჯანაძეზე'' ''სიონმა'' ვილი ისიანის ერთადერთი გოლით მოიგო.

2019 წელს ''სიონი'' კვლავ ეროვნულ ლიგაში ითამაშებს, ''გაგრა'' კი შემდეგ სეზონსაც ეროვნულ ლიგა 2-ში გაატარებს.

2019 წლის ეროვნულ ლიგაში შემდეგი გუნდები ითამაშებენ: ''საბურთალო,'' თბილისის ''დინამო,'' ქუთაისის ''ტორპედო,'' საჩხერის ''ჩიხურა,'' გორის ''დილა,'' თბილისის ''ლოკომოტივი,'' ''რუსთავი,'' ბოლნისის ''სიონი,'' თბილისის ''ვიტ ჯორჯია'' და ბათუმის ''დინამო.''

ფოტო: ''სიონის'' პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები