მარგველაშვილმა ბრაზილიელი დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
Aa
Aa

მარგველაშვილმა ბრაზილიელი დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

გუანჯოუს მასტერსზე ვაჟა მარგველაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მან გადამწყვეტ შეხვედრაში ბრაზილიელი დანიელ კარგნინი დაამარცხა. შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ დასრულდა და მარგველაშვილმა დამატებით დროში გამარჯვება მოიპოვა.

მასტერსის პირველ შეხვედრაში მარგველაშვილმა კუბელ ოსნიელ სოლისს მოუგო, თუმცა მეორე შეხვედრაში ყაზახ იელდოს ჟუმაკანოვთან დამარცხდა. ყაზახთან მარცხის შემდეგ მარგველაშვილმა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში მონღოლ ჰერლენ განდბოლსა და ბრაზილიელ დანიელ კარგნინს შანსი არ დაუტოვა.

შეგახსენებთ, 60 კგ. წონით კატეგორიაში ამირან პაპინაშვილი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. ფინალში პაპინაშვილი რუს რობერტ მშვიდობაძესთან დამარცხდა.

ცხელი ამბები