პაპინაშვილი რუსთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა
Aa
Aa

პაპინაშვილი რუსთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა

ჩინურ გუანჯოუში ძიუდოს წლის შემაჯამებელი მასტერსი მიმდინარეობს. 60 კგ. წონით კატეგორიაში ამირან პაპინაშვილი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. ფინალში პაპინაშვილი რუს რობერტ მშვიდობაძესთან დამარცხდა.

ფინალური შეხვედრის  ძირითადი დრო ფრედ დასრულდა, ხოლო დამატებით დროში ოქროს ქულა მშვიდობაძემ აიღო და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

შეგახსენებთ, პაპინაშვილმა ფინალისკენ მიმავალ გზაზე რუს ისლამ იაშუევს, ჩინელ იუ შენგსა და მონღოლ ამარტუვშინ დაშდავას სძლია.

66 კგ. წონით კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის ბრაზილიელ დანიელ კარგნინს დაუპირისპირდება.

მარგველაშვილის მსგავსად ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს ლაშა შავდათუაშვილი, რომელიც 73 კგ. წონით კატეგორიაში გამოდის. მისი მეტოქე მონღოლი ოდბაიარ განბაატარი იქნება.

ცხელი ამბები