გუარდიოლა:
Aa
Aa

გუარდიოლა: "პრემიერლიგის მოგება - ეს ძალიან გავს რეალთან ბრძოლას"

"მანჩესტერ სიტის" თავკაცმა პეპ გუარდიოლამ პრემიერლიგაზე ისაუბრა და მისი მოგება "რეალთან" ბრძოლას შეადარა.

"ეს ძალიან გავს რეალთან ბრძოლას. იგივე გრძნობაა. ცდილობ ყოველი მატჩი მოიგო. არამხოლოდ ლივერპული, ჩელსი, მანჩესტერი, ტოტენჰემი და არსენალი იბრძვიან ჩვენთან ერთად. ამის შესახებ თავიდანვე ვიცოდი.

ლა ლიგაში არსებულ სიტუაციას ძალიან გავს. მადრიდელები ყოველთვის მეტს ითხოვდნენ, თუმცა ჩვენ ვიცოდით, რომ უნდა გაგვემარჯვა.

ჩვენ შეიძლება რეალთან თამაშები წაგვეგო, მაგრამ უნდა გაგვემარჯვა სხვებთან, წინააღმდეგ შემთხვევაში ტიტულს 99 ქულის ან მეტის აღების შემთხვევაშიც ვერ მოვიპოვებდით".

პეპმა "მერსისაიდელთა" 27 წლიან მშრალ სერიაზეც ისაუბრა.

"მანჩესტერი და ლივერპული ინგლისის ორი უდიდესი გუნდია. 27 წელი პრემიერლიგის ტიტულის გარეშე რა თქმა უნდა "მერსისაიდელთათვის" ეს ძალიან მძიმეა. ეს მათთვის ნამდვილი გამოწვევაა.

ისინი ცოტა ქულებს კარგავენ, ამიტომ ჩვენ ყურადღებით უნდა ვიყოთ და მათი დაწევა უნდა შევძლოთ".

რთული სათქმელია, რამდენად მართალია გუარდიოლა და რამდენად გავს ერთმანეთს ლა ლიგისა და პრემიერლიგისთვის საჩემპიონო ბრძოლა ერთმანეთს, თუმცა პეპი ასე ფიქრობს...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები