მჭედლიშვილის გუნდმა ზაგრებიდან ქულა წამოიღო
Aa
Aa

მჭედლიშვილის გუნდმა ზაგრებიდან ქულა წამოიღო

ხორვატიის ელიტარული საფეხბურთო ჩემპიონატის მე-18 ტურში ზაგრების ''ლოკომოტივამ'' უშუალო კონკურენტ ''გორიცას'' უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა. ''ლოკომოტივას'' საშინაო არენა ''კრანჩევაჩევა'' დათოვლილი იყო და ფეხბურთელებს ასპარეზობა რთულ პირობებში მოუწიათ.

მასპინძლები ორჯერ დაწინაურდნენ, თუმცა სტუმრებმა მოახერხეს ქულის მოპოვება. მეორე გამათანაბრებელი გოლი ''გორიცამ'' 88-ე წუთზე შეაგდო.

''გორიცას'' მაისურით 26 წლის ქართველმა მცველმა გიორგი მჭედლიშვილმა 90 წუთი ითამაშა. ''სამტრედიას'' ყოფილმა მოთამაშემ, რომელიც 2016 წელს იმერულ კლუბთან ერთად საქართველოს ჩემპიონი გახდა, ხორვატიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 12 მატჩი ჩაატარა, 2 ყვითელი ბარათი მიიღო და 1 საგოლე გადაცემა სპლიტის ''ჰაიდუკთან'' შეასრულა.

10-გუნდიან ლიგაში ''გორიცა'' 27 ქულით მე-5 ადგილზეა და საუკეთესო სამეულს მხოლოდ 4 ქულით ჩამორჩება. მიმდინარე წელს ''გორიცამ'' ხორვატიის ჩემპიონატში უკანასკნელი შეხვედრა ჩაატარა. სეზონი 2019 წლის თებერვალში განახლდება.

ფოტო: Luka Stanzl / PIXSELL

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები