მაიკ ტაისონმა აღიარა!
Aa
Aa

მაიკ ტაისონმა აღიარა! "გოლოტასთან ორთაბრძოლის წინ მარიხუანა მოვწიე"

მაიკ ტაისონმა კრივის გარდა თავის გამოჩენა სხვა სფეროებშიც სცადა. ლეგენდარული მოკრივის უკანასკნელი გატაცება მარიხუანას ბიზნესს უკავშირდება. ტაისონს 16 ჰექტარზე გაშენებული ფერმა აქვს და აღნიშნული მცენარისგან სხვადასხვა პროდუქტს აწარმოებს.

„რკინის მაიკი“ 13 დეკემბერს The Dan Patrick Show-ში იყო მიწვეული და სწორედ ამ თემის შესახებ ისაუბრა. ერთ-ერთ მომენტში ტაისონმა წარსული გაიხსენა და აღნიშნა, რომ მარიხუანას მთელი ცხოვრების მანძილზე იღებდა.

„მარიხუანა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახლდათ. თუმცა აქვე აღვნიშნავ, რომ გოლოტასთან დაპირისპირება ერთადერთი მომენტი იყო, როცა მარიხუანა ორთაბრძოლის წინ მოვწიე. მას ჩემზე დიდი ზეგავლენა არ მოუხდენია, რასაც გოლოტაზე ნამდვილად ვერ ვიტყვით. სხვათაშორის ამის გამო რამდენიმე ათასი დოლარით დამაჯარიმეს“.

შეგახსენებთ, რომ ტაისონისა და გოლოტას დაპირისპირება კრივის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სევდიანი და "უცნაურია".

პოლონელმა მოკრივემ მეორე რაუნდის შემდეგ ბრძოლის გაგრძელებაზე უარი განაცხადა. მისი მთავარი მწვრთნელი საპირისპირო აზრზე იყო. ინტერვიუ კი, რომელიც ორთაბრძოლის შემდეგ გოლოტასთან ჩაწერეს ისტორიაში ალბათ სამუდამოდ დარჩება.

 

ცხელი ამბები