ბრაზილიელი სუპერვარსკვლავი პრემიერ ლიგას უბრუნდება?
Aa
Aa

ბრაზილიელი სუპერვარსკვლავი პრემიერ ლიგას უბრუნდება?

სენსაციურ ცნობას ავრცელებს ბრიტანული Daily Mail, საუბარია ერთ-ერთი ბრაზილიელი "სუპერსტარის" ინგლისის პრემიერ ლიგაში დაბრუნებაზე.

ამ ინფორმაციის თანახმად, "სუონსისა" და "ლესტერს" 32 წლის შემტევის, რობინიოს ხელში ჩაგდება სურთ და ფეხბურთელთან მოლაპარაკებებსაც აწარმოებენ.

რობსონ დე სოუზა ამჟამად თავისუფალი აგენტია, მისი ბოლო კლუბი ჩინური "გვანჯოუ ევერგრანდი" გახლდათ, რომელთანაც "რეალისა" და "სიტის" ყოფილ მოთამაშეს კონტრაქტის ვადა ცოტა ხნის წინ ამოეწურა. 

ამას გარდა, ვრცელდება კულუარული ინფორმაციაც, რომ რობინიოს აგენტი პარალელურად ტურინის "იუვენტუსსაც" ელაპარაკება...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები