ლოკომოტივი იტალიში მეორე შეხვედრას გამართავს
Aa
Aa

ლოკომოტივი იტალიში მეორე შეხვედრას გამართავს

თბილისის ‘ლოკომოტივი’ კალვიზანოში ჩავიდა, სადაც „კონტინენტის ფარის“ მეოთხე ტურის მატჩს გამართავს.

საქართველოს ჩემპიონი იტალიაში უკვე ერთი კვირაა იმყოფება, გასულ შაბათს რომში ‘ფიამე ოროს’ შეხვდა და ბოლო წუთზე გატანილი ლელო-გარდასახვით გამარჯვება მოიპოვა - 29:22.

საგულისხმოა, რომ შეხვედრის დასრულებამდე 15 წუთით ადრე რკნიგზელები მეტოქეს 12 ქულით ჩამორჩებოდნენ (10:22), თუმცა მერე სამი ლელო გაიტანეს და გამარჯვებასთან ერთად ბონუსიც ჩაიწერეს.

მძიმე ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, ‘ლოკომოტივმა’ ორი დღე დაისვენა, ძალები აღიდგინა და სამშაბათსა და ოთხშაბათს თითო-თითო ვარჯიში გამართა.

კონტინენტის ფარზე, ლოკომოტივი კალვიზანოს 15 დეკემბერს, საქართველოს დროით 18 საათზე  დაუპირისპირდება.

„დაცვაში გვქონდა გარკვეული შტრიხები გამოსასწორებელი და ორი დღე ამაზე ვიმუშავეთ. ჩვენი ერთ-ერთი პლიუსი ისაა, რომ შეცვლაზე მყოფი მორაგბეები ძირითად 15-ში მოხვედრილებს არაფრით ჩამოუვარდებიან და ცვლილებების შემდეგ თამაშის ხარისხი არ კლებულობს. ვფიქრობთ, რომ ‘კალვიზანოსთან’ მაღალ ტემპს 80 წუთი გავუძლებთ და სასურველ შედეგს მივაღწევთ. ეს იოლი არ იქნება, რთული თამაში გველის, თუმცა თუ ჯგუფიდან გასვლა გვინდა მხოლოდ გამარჯვებისთვის უნდა ვიბრძოლოთ და ბონუსის აღებაზე ვიფიქროთ“- სიმონ მაისურაძე („ლოკომოტივის“ მწვერთნელი)

ცხელი ამბები