მსოფლიოს გაერთიანებული ჭიდაობის ფედერაციამ პატარიძე გამოარჩია
Aa
Aa

მსოფლიოს გაერთიანებული ჭიდაობის ფედერაციამ პატარიძე გამოარჩია

ქუთაისელი მძიმეწონოსანი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ზვიად პატარიძე მსოფლიოს გაერთიანებული ჭიდაობის ფედერაციამ მიმდინარე სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა მოჭიდავედ დაასახელა.

მოგეხსენებათ, ქართველი ფალავანი 23 წლამდელთა შორის მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, რაც ასაკობრივ ნაკრებებში მისი მეექვსე ტიტულია.

ამავე ასაკის გოგოებში ანალოგიური აღიარება იაპონელ იუკაკო კავაის (62) ერგო, ვინც ასევე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა 23-წლიანებში

ცხელი ამბები