საზარელი ტრაგედია არგენტინაში!
Aa
Aa

საზარელი ტრაგედია არგენტინაში! "ბოკას" ფანებმა "რივერის" 21 წლის ქომაგი მოკლეს

საზარელი ტრაგედია დატრიალდა არგენტინაში. როგორც მოგეხსენებათ მადრიდში „სანტიაგო ბერნაბეუზე“ კოპა ლიბერტადორესის თასის ფინალი შედგა. „რივერ პლეიტმა „ბოკა ხუნიორსს“ დამატებითი დროის ჩათვლით 3:1 სძლია და ისტორიული ფინალის გამარჯვებული გახდა.

ამ მატჩს წინ დიდი მოვლენები უძღოდა, რომლის შესახებაც ყველას კარგად მოეხსენება. მთავარი მაინც ფინალის შემდეგ მოხდა...

Clarin-ის ინფორმაციით, 21 წლის ეზეკიელ აარონ ნერისი, რომელიც „რივერის“ ქომაგია შეხვედრის დასრულების შემდეგ შინ მინიონესის პროვინციაში ბრუნდებოდა, რა დროსაც „ბოკას“ 2 ქომაგს გადაეყარა.

ეზეკიელი სასტიკად სცემეს. ძალიან ცუდ მდგომაროებაში მყოფი ახალგაზრდა საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ფეხით მიყენებული დარტყმა მისთვის სასიკვდილო გამოდგა...

გარდაცვლილის დედამ ლუსიამ პრესასთან საუბარში შვილთან მისი ბოლო საუბარი გაიხსენა. ეზეკიელი ამბობდა, რომ „ბოკას“ ქომაგებმა მხოლოდ იმის გამო სცემეს, რომ მას „რივერის“ მაისური ეცვა.

„ვკვდები, ვკვდები... ისინი თავს მხოლოდ იმიტომ დამესხნენ, რომ გამარჯვებას აღვნიშნავდი და მე „რივერის“ ქომაგი ვიყავი“.

ეზეკიელის დედამ მედიისთვის კიდევ ერთი კომენტარი გააკეთა: „მათ ჩემი შვილი მოკლეს, ის მხოლოდ სეირნობდა. რამდენიმე თვის წინ მას მოტოციკლიდან ჩამოვარდნის გამო ფეხზე ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული.

მათ ჩემი შვილი დაუცველი ძაღლივით მოკლეს“.

ადგილობრივმა პოლიციამ ინციდენტის ადგილას აღმოაჩინა იარაღი, რის შემდეგაც დააკავა ორი ძმა (18 და 22 წლის), რომლებიც „ბოკას“ ქომაგები არიან. ეზეკიელის მკვლელობაში ისინი მთავარი ეჭვმიტანილებად მიიჩნევიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები