Aa
Aa

კატალონიელმა სტიუარდებმა „ტოტენჰემის“ ქომაგებს ხელკეტები დაუშინეს

ჩემპიონთა ლიგის ეგიდით „ბარსელონასა“ და „ტოტენჰემს“ შორის გამართულ მატჩს ექსცესების გარეშე არ ჩაუვლია. შეხვედრის დასრულებიდან გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ბრიტანულ პრესაში ვიდეო გავრცელდა, სადაც კატალონიელი სტიუარდების აგრესიული ქმედებაა ასახული. კადრებში ჩანს, რომ სტადიონის დაცვის წევრები „ტოტენჰემის“ ქომაგებს ხელკეტებს ურტყამენ.

ჩანაწერი „დეზების“ ერთ-ერთმა გულშემატკივარმა „ტვიტერის“ მეშვეობით გაასაჯაროა და განაცხადა: „კატალონიელი სტიუარდების საზარელი ქმედება! ისინი ხელკეტებს ყოველგვარი მიზეზის გარეშე გვირტყამდნენ“.

„ჩვენს კუთვნილ ადგილებზე ვისხედით და თამაშს ვუყურებდით! არაფერი დაგვიშავებია. მათ სიტუაციის გამწვავება სურდათ და შეტევაზე სწორედ ამიტომ გადმოვიდნენ“.

შეგახსენებთ, რომ მსგავსი ფაქტი ადრეც დაფიქსირდა. მაშინ ესპანელმა სამართალდამცავებმა „ლონდონის ჩელსის“ გულშემატკივრებს სცემეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები