ლივერპულელებმა
Aa
Aa

ლივერპულელებმა "სისხლი აიღეს"! 7-1-ზე - "ნაპოლის" გულშემატკივარს სასტიკად გაუსწორდნენ

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი ტურის უმთავრესი მატჩი „ენფილდზე“ შედგა, სადაც „ლივერპულმა“ „ნაპოლის“ უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა.

ამ გამარჯვების შემდეგ იურგენ კლოპის გუნდმა მერვედფინალის საგზური გაინაღდა, ნეაპოლელები კი კვლავ ჯგუფში ჩარჩნენ.

ხსენებული მატჩი სატურნირო თვალსაზრისით უდიდეს დატვირთვას ატარებდა და რა თქმა უნდა მედიის ყურადღება სწორედ „ენფილდისკენ“ იყო მიმართული, თუმცა ერთმა ფაქტმა ამ დიდ მატჩსა და „მერსისაიდელთა“ მნიშვნელოვან გამარჯვებას შავი ლაქა მაინც დაუტოვა.

მატია 24 წლის ნეაპოლელი ქომაგი გახლავთ, რომელიც ქალაქის ცენტრალურ რაიონში ვომეროში ცხოვრობს. მან კარგად იცის ინგლისური და გადაწყვიტა, რომ თავის საყვარელ გუდს ინგლისში გაჰყოლოდა, რათა დიდი გამარჯვების მომსწრე გამხდარიყო.

საბოლოოდ, მატიასთვის ყველაფერი საპირისპიროდ წარიმართა... „ენფილდიდან“ გამოსვლის დროს ნეაპოლელი ბიჭი 7 ლივერპულელი ქომაგის გარემოცვაში მოექცა და სასტიკად იქნა ნაცემი.

მატია დახმარებას ითხოვდა, თუმცა „ლივერპულის“ გამარჯვების აღნიშვნით დაკავებულ მანქანის მძღოლებს გაჩერება და ამ ინციდენტში ჩარევა არ უცდიათ, თუმცა როდესაც მატიას მეგობარმა მიუსწრო, დახმარებას უკვე ორნი ითხოვდნენ და 10 წუთის შემდეგ ერთმა ჯენტლმენმა მანქანა გააჩერა, რის შემდეგაც ისინი ჰოსპიტალში წაიყვანა.

ჰოსპიტალში ექიმების დასკვნა ასეთი იყო: ყვრიმლის ძვლის მოტეხილობა და თვალის პრობლემა. სავარაუდოა ოპერაცია.

ნეაპოლელმა ქომაგმა გადარჩენის შემდეგ პრესასთანაც ისაუბრა.

ჟურნალისტი: ულტრასებთან დაპირისპირება მოგივიდა?

მატია: არა, უარესი - ისინი ხულიგნები იყვნენ. ყველაზე უარესი ის იყო, რომ მეგონა მოვკდებოდი და სახლში დაბრუნებაზე ვოცნებობდი.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ეს იყო „ლივერპულის“ ქომაგების შურისძიება. საქმე ეხება გასული სეზონის მატჩს „რომასა“ და „ლივერპულს“ შორის, როდესაც „მერსისაიდელთა“ გულშემატკივარი შონ კოქსი რომაელმა ტიფოზებმა ლამის სიკვდილამდე სცემეს.

კოქსი კომაში ჩავარდა და ის სიკვდილს ამჟამადაც ებრძვის. დიდია იმის შანსი, რომ ის ისეთივე ვეღარ იქნება, როგორც ამ ინციდენტამდე იყო.

მართალია „ლივერპულს“ „რომა“ არ ხვდებოდა, თუმცა ინგლისელმა ქომაგებმა „სისხლის აღება“ მაინც გადაწყვიტეს და პირველივე იტალიელი წარმოშობის გულშემატკივარი ხელში ჩაიგდეს...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები