ევროპა ლიგის დასკვნითი ტური: ქართველები ''ფენერბახჩეს'' წინააღმდეგ
Aa
Aa

ევროპა ლიგის დასკვნითი ტური: ქართველები ''ფენერბახჩეს'' წინააღმდეგ

უეფას ევროპა ლიგის 2018-19 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში სლოვაკეთის მოქმედი ჩემპიონი ''სპარტაკი'' საკუთარ მოედანზე ''ფენერბახჩეს'' უმასპინძლებს. D ჯგუფში ''სპარტაკი'' 4 ქულით მესამე ადგილზეა, მეორეადგილოსან ''ფენერს'' 4 ქულით ჩამორჩება და მეორე ადგილზე გასვლის შანსი დაკარგული აქვს. ჯგუფის ლიდერი ზაგრების ''დინამოა,'' აუტსაიდერი კი - ბრიუსელის ''ანდერლეხტი.''

'სპარტაკის'' მაისურით ქართველი ფეხბურთელები, დავით სხირტლაძე და ვახტანგ ჭანტურიშვილი რეგულარულად თამაშობენ. დიდი ალბათობით მათ თურქული კლუბის წინააღმდეგ მოედანზე ვიხილავთ.

აღსანიშნავია, რომ სხირტლაძემ სლოვაკური გუნდის მაისურით ფორტუნა ლიგაში პირველი საგოლე გადაცემა გასულ ტურში შეასრულა.

''სპარტაკისა'' და ''ფენერის'' დაპირისპირება თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.

უეფას ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში ლუქსემბურგის ''დუდელანჟი'' საკუთარ კედლებში ჯგუფის ლიდერ ''ბეტისს'' უმასპინძლებს.

''დუდელანჟის'' შემადგენლობაში 28 წლის ქართველი ნახევარმცველი ლევან ყენია ირიცხება, რომელმაც ჯგუფური ეტაპის 3 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

F ჯგუფში ''დუდელანჟი'' 0 ქულით ბოლო ადგილზეა. მესამე ადგილზე 7 ქულით პირეოსის ''ოლიმპიაკოსია,'' რომელიც მეორეადგილოსან ''მილანს'' 3 ქულით ჩამორჩება. ''ბეტისი'' 11 ქულით ერთპიროვნული ლიდერია.

ლევან ყენიას გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე 3 გოლი გაიტანა და 16 გაუშვა.

ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-6 ტურში თორნიკე ოქრიაშვილის ''კრასნოდარი'' ესპანურ ''სევილიას'' ესტუმრება. გუნდებს შორის გამართულ პირველ მატჩში თორნიკე ოქრიაშვილმა ბრწყინვალე დარტყმით რუსულ გუნდს გამარჯვება მოუტანა, თუმცა ამჯერად ტრავმირებულია და მინდორს 2019 წელს დაუბრუნდება.

''კრასნოდარი'' 12 ქულით პირველ ადგილზეა და უშუალო კონკურენტებთან სხვაობა 3 ქულას შეადგენს.

ფოტო: f91.lu, spartak.sk, fckrasnodar.ru

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები