ბილი ჯო სანდერსი ბრუნდება!
Aa
Aa

ბილი ჯო სანდერსი ბრუნდება!

ბილი ჯო სანდერსი მოკრივის კარიერას 22 დეკემბერს გააგრძელებს. 29 წლის ბრიტანელის მეტოქე ზოლტან სერა იქნება. საშუალოწონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი უნგრელ მებრძოლს მანჩესტერში დაუპირისპირდება. აღნიშნული ორთაბრძოლა მისთვის 2018-ში გამართული პირველი შერკინება იქნება.

2017 წელს სანდერსმა კანადაში დევიდ ლემიე დაამარცხა და WBO-ის ქამარი შეინარჩუნა, თუმცა დოპინგთან დაკავშირებული სკანდალის გამო ლიცენზია ჩამოართვეს.

სამომავლო დაპირისპირებას სანდერსი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა და მოკლე კომენტარი გააკეთა: „კარგი პაუზა იყო. 2019 წელს ჩემს სიძლიერეს ყველას ვაჩვენებ და დავიბრუნებ იმას, რაც მე მეკუთვნის“.

შეგახსენებთ, რომ ბილი ჯო სანდერს დაუმარცხებელი მოკრივეა. მან კარიერის განმავლობაში 26 ორთაბრძოლა ჩაატარა და გამარჯვების მოპოვება ყველა მათგანში მოახერხა.

22 დეკემბერს სანდერსისა და სერას დაპირისპირებასთან ერთად ჯოშ უორინგონის და კარლ ფრემპტონის ორთაბრძოლა გაიმართება. აღნიშნული დუეტი IBF-ის ჩემპიონის ქამრისთვის იბრძვის.

ცხელი ამბები