Aa
Aa

"იუვენტუსი" იანვრისთვის მეგა ტრანსფერს გეგმავს!

ტურინის „იუვენტუსი“ იანვრის სატრანსფერო ფანჯრისთვის გეგმებს აწყობს, რომელიც საკმაოდ შთამბეჭდავი ჩანს.

Tuttosport-ის ინფორმაციით, „ბებერი ქალბატონი“ ზამთარში ნახევარდაცვის გაძლიერებას შეეცდება და საამისოდ მათ ორი კანდიდატიც შეარჩიეს.

ჯერ ვთქვათ ის, რომ ახალი წესების თანახმად ფეხბურთელს ჩემპიონთა ლიგაზე ერთი სეზონის განმავლობაში ორი სხვადასხვა გუნდის მაისურით თამაშის უფლება აქვს. ასეთი რამ ადრე იკრძალებოდა.

„იუვეს“ მთავარი სამიზნე „მანჩესტერის“ ფრანგი შუახაზელი პოლ პოგბა გახლავთ, რომელიც ბოლო შეხვედრებში მოედანზე სულ უფრო იშვიათად ჩანს.

იტალიური გამოცემის მტკიცებთ, ტურინელები პოგბას სანაცვლოდ 80 მილიონიან წინადადებას ამზადებენ.

როგორც ცნობილია პოგბას შეძენით „ბარსელონაც“ ინტერესდება და ამის შესახებ უკვე კარგა ხანია იწერება. ჯერჯერობით კატალონიელებისგან ახალი წინადადება არ გაჟღერებულა.

თუ, „იუვე“ პოგბას შეძენას ვერ მოახერხებს მათ სათადარიგო გეგმაც აქვთ, რომლის სახელი ისკო გახლავთ.

ესპანელ ნახევარმცველს სანტიაგო სოლარისთან ურთიერთობა დაეძაბა და ამის მიზეზი მისი სათამაშო დრო გახლავთ.

მოსკოვის „ცსკა“-სთან (0:3) შეხვედრისას, როდესაც მარსელო მოედანს ტოვებდა, მან კაპიტნის სამკლაური ისკოს დაუტოვა, თუმცა ესპანელმა ის უკან დაუბრუნა.

„მე ვცდილობდი ის მისთვის მიმეცა, თუმცა მან მითხრა, რომ სამკლაური კარვახალისთვის დამეტოვებინა, არ ვიცი ასე რატომ მოიქცა“, განაცხადა მარსელომ „ცსკა“-სთან მატჩის შემდეგ.

შეხვედრის მსვლელობისას „სანტიაგო ბერნაბეუზე“ შეკრებილი პუბლიკა ფეხბურთელებს უსტვენდა და ეს ბუნებრივიც იყო, რადგან „რეალი“ „ცსკა“-სთან შინ სამარცხვინოდ აგებდა.

ერთ-ერთ მომენტში ისკოს ნერვებმა უმტყუნა, ტრიბუნებისკენ ხელებგაშლილი მიბრუნდა და ქომაგებს მიმართა: „რა გინდათ ღორის შვილებო?“

მოკლედ, „იუვენტუსი“ მომგებიან სიტუაციაში იმყოფება - პოგბასაც და ისკოსაც თავიანთ გუნდებში არასახარბიელო სიტუაცია აქვთ და ტურინელები იანვარში ამით სარგებლობას გეგმავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები