პაპუნაშვილმა გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა
Aa
Aa

პაპუნაშვილმა გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა

საფეხბურთო კლუბ ''სარაგოსას'' ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი პაპუნაშვილმა გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა. ინფორმაციას არაგონული გუნდის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

''სარაგოსას'' ოფიციალურ Twitter-ზე ვკითხულობთ: ''პაპუ სავარჯიშო პროცესს დაუბრუნდა და გუნდთან ერთად ივარჯიშა.''

მიმდინარე სეზონში პაპუნაშვილმა ესპანური გუნდის მაისურით 6 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი სამეფო თასზე ''დეპორტივოს'' გაუტანა. 

შეგახსენებთ,  ლა ლიგა 2-ის მე-7 ტურში, 28 სექტემბერს ''ალბასეტემ'' საკუთარ მოედანზე, ''კარლოს ბელმონტეზე'' ''სარაგოსას'' უმასპინძლა. მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა.

პირველი ტაიმი ''სარაგოსასთვის'' ძალიან უიღბლო გამოვიდა. 39-ე წუთზე ''სარაგოსას'' მთავარ მწვრთნელს ორი იძულებითი ცვლილების განხორციელება მოუხდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა გიორგი პაპუნაშვილმა ტრავმის გამო მოედანი საკაცით დატოვა. მას შემდეგ ქართველ ფეხბურთელს არ უთამაშია.

პაპუნაშვილის გუნდი გასავარდნ ზონაშია. 17 ტურის შემდეგ 22-გუნდიან ლიგაში ''სარაგოსა'' 16 ქულით მე-19 პოზიციას იკავებს.

ამ ეტაპზე პაპუნაშვილის მოედანზე დაბრუნების სავარაუდო თარიღი უცნობია, თუმცა ესპანური Marca-ს ცნობით პაპუნაშვილი ესპანეთის ჩემპიონატში იანვარში ითამაშებს.

ფოტო: laliga.es

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები