ვასილ ლობჟანიძემ ‘ბრივთან’ გაახანგრძლივა
Aa
Aa

ვასილ ლობჟანიძემ ‘ბრივთან’ გაახანგრძლივა

ბორჯღალოსანთა 9 ნომერმა ვასილ ლობჟანიძემ, საკუთარ კლუბთან კონტრაქტი 3 წლით გაახანგრძლივა და ‘ბრივში’ 2022 წლამდე დარჩება.

‘არმაზის’ აღზრდილმა ნიჭიერმა მოთამაშემ ნაკრების მთავარი მწვრთნელის ყურადღება ადრეულ ასაკში მიიქცია და ბორჯღალოსნების კვართი პირველად 2015 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატზე, გერმანიის წინააღმდეგ მოირგო. იმავე წელს მან ინგლისის მსოფლიო თასზე ითამაშა და მსოფლიო თასების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე გახდა. მას შემდეგ 22 წლის ლობჟანიძემ 39 კეპი მოიხვეჭა და 6 ლელო გაიტანა.

2016 წელს ვასილ ლობჟანიძე ტოპ 14-ის ‘ბრივში’ გადავიდა და პირველი გუნდის შემადგენლობაში იმავე წელს, სექტემბერში ‘გრენობლის’ წინააღმდეგ ითამაშა. ორი სეზონის განმავლობაში ვასკამ ტოპ 14-ის 11 და ჩელენჯ ქაფის ასევე 11 მატჩში მიიღო მონაწილეობა, თავისი პირველი ფრანგული ლელო კი 2017 წლის 2 სექტემბერს ‘ლიონს’ გაუტანა.

მიმდინარე სეზონი ‘ბრივმა’ პრო დე2-ში დაიწყო, 14 თამაშიდან 8 მოიგო, 38 ქულით მე-4 ადგილზეა და ტოპ 14-ში დასაბრუნებლად იბრძვის. ლობჟანიძემ კლუბის მაისურით მიმდინარე სეზონში 5 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 2-ჯერ სასტარტო შემადგენლობაში იყო.

ცხელი ამბები