Aa
Aa

"ჩელსი" ერთ-ერთ ლიდერს გუნდიდან უშვებს!

არცთუ კარგი ახალი ამბავი ვრცელდება ლონდონის "ჩელსის" გულშემატკივრებისთვის. რამდენიმე საათის წინ ბრიტანულმა skysports-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, "ლურჯების" კაპიტანი ჯონ ტერი გუნდს კონტრაქტის დასრულებისთანავე, სეზონის ბოლოს დატოვებს. 

საქმე იმაშია, რომ მიუხედავად გუუს ჰიდინკის დიდი სურვილისა, ტერიმ და ლონდონელთა ხელმძღვანელებმა ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. 

"ჩელსის" სიმბოლო და კაპიტანი, "სტემფორდ ბრიჯზე" ბურთს 1998 წლიდან აგორებს და კლუბის მაისურით ჩატარებულ 477 ოფიციალურ შეხვედრაში მეტოქეთა კარი 40-ჯერ აქვს აღებული. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები